დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში პოეზიის ნამდვილი ზეიმი მოეწყო.
მოსწავლეები, პოეზიის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ და ლამაზი ღონისძიება გამართეს.
ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართველ პოეტთა შემოქმედების თვალსაჩინო ნიმუშები და სკოლაში ზღაპრული განწყობა და ემოციები დაატრიალეს.
„დღეს ჩვენმა საოცარმა პატარებმა პოეზიის დღესთან დაკავშირებით ერთი ლამაზი საღამო გვაჩუქეს მხატვრულად წაგვიკითხეს ქართველი პოეტების ულამაზესი ლექსები. მადლობა ჩვენს პატარებს და მასწავლებლებს ამ სიამოვნებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
პოეზიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება. ეს დღე 1999 წელს დააარსა იუნესკოს 30-ე კონგრესმა. პოეზიის საერთაშორისო დღე პირველად იზეიმეს პარიზში 2000 წელს.
იხილეთ ვიდეოები: