სორის საჯარო სკოლა წელს ერთმა მოსწავლემ- ნათია ჩალაძემ დაამთავრა.
მოსწავლეებმა ნათიას „ბოლო ზარის“ ღონისძიება მოუწყვეს. მათ კედლის გაზეთი გამოუშვეს, სადაც ნათიას სკოლის დამთავრება თვითოეულმა მოსწავლმ მიულოცა და შემდგომი წარმატება უსურვა.
მას სკოლის დამთავრება დირექტორმა რუსუდან მეტრეველმა და საგნის მასწავლებლებმაც მიულოცეს.
მოსწავლეებს ღონისძიების მოწყობაში ქართული ენის მასწავლებელი დალი ბერიშვილი და ხელოვნების მასწავლებელი დარეჯაან ბაკურაძე დაეხმარნენ.
საღამომ მეტად ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.