საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბ „მწვანე მომავალის“ შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ტური
04-04-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბმა - „მწვანე მომავალი“ ტყის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, კლუბის წევრებმა, განახორციელეს საგანმანათლებლო ვიზიტი დაცული ტერიტორიების სააგენტოში, სადაც მათ მიეცათ შესაძლებლობა დაესწრონ სპეციალურად ორგანიზებულ სემინარს. 

სემინარის განმავლობაში, მოსწავლეები გაეცნენ ტყის ეკოსისტემის მნიშვნელობას, ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობას და იმ გამოწვევებს, რომლებიც ტყეების შენარჩუნებას უკავშირდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მათ გაუზიარეს საინტერესო ფაქტები ტყის რესურსების მდგრადი მართვის შესახებ და ისაუბრეს საქართველოს ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების მნიშვნელობაზე.

ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ტყის მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერება.

ეკოკლუბ „მწვანე მომავლის“ წევრები მომავალშიც გეგმავენ მსგავს აქტივობებში მონაწილეობას და ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას, რათა წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის საქმეში

აქტივობა პედაგოგების - თეა ხარიზშვილისა და მაია ფიფიას ხელმძღვანელობით მოეწყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...