ნიკორწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 
26-03-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში, სადაც განიხილეს წყლის მნიშვნელობა როგორც ბუნებისთვის, ისე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

მათ ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყლის რესურსების დაცვა, რა საფრთხეები ემუქრება სასმელ წყალს მსოფლიოში და როგორ შეგვიძლია, ყოველდღიურობაში წყლის დაზოგვა.

მოსწავლეებმა პრეზენტაციების, პოსტერებისა და თემატური ნახატების საშუალებით გამოხატეს საკუთარი იდეები და შეხედულებები და დასახეს წყლის მოფრთხილების გზები. გარდა ამისა, მოსწავლეებმა იმსჯელეს - თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ადამიანმა შეიტანოს წვლილი წყლის რესურსების შენარჩუნებაში – იქნება ეს ზედმეტი წყლის ხარჯვის თავიდან აცილება, დაბინძურების შემცირება თუ მდინარეების სისუფთავეზე ზრუნვა.

ამ დღეს ჩატარებულმა ღონისძიებებმა მოსწავლეებს გაუღრმავა ცოდნა წყლის მნიშვნელობის შესახებ და შთააგონა, რომ მომავალში უფრო მეტად იფიქრონ ბუნების დაცვაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...