წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შვიდი ემოციის ზღაპრულ სამყაროში“ იმოგზაურეს
25-03-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის, წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავენ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, მათი ცნობიერების ამაღლებაზე, ხოლო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, „V, VI და VII  კლასების  სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები სპეციალური მასწავლებლების - ლელა ჩაბალოშვილისა და ნაზი თულიანის  დახმარებით, აქტიურად ეცნობიან საინტერესო ლიტერატურას, საუბრობენ, განიხილავენ წაკითხულ თუ მოსმენილ ამბებს, გამოხატავენ  ემოციებს და ამ ყველაფერს  გადმოსცემენ მარტივი ლექსიკის საშუალებით, ასევე ასრულებენ სახალისო აქტივობებს“.

თებერვალსა და მარტში მოსწავლეებმა წაიკითხეს შვიდი სხვადასხვა ემოციის გამომხატველი მხატვრულ-შემეცნებითი, ილუსტრირებული, სახალისო ზღაპარი.  ზღაპრებში გადმოცემული ამბები ვარდისფერ ქალაქში მიმდინარეობდა. ზღაპრების მთავარი პერსონაჟები კი ემოციები იყვნენ: ბატონი სიცილი, შიში, გაბრაზება, ასევე: ქალბატონი სიყვარული, სიხარული, მწუხარება და გაკვირვება.

„მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო ამბები წაიკითხეს, გამოხატეს ემოციები, ისაუბრეს და შემდეგ ილუსტრაციაზე დაკვირვებით თავადაც გადმოსცეს  ემოციები ნახატების სახით.ზღაპრის თითოეული გმირი მოსწავლეებმა ხალისითა და ინტერესით დახატეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასწავლებელთა აზრით, კი „აქტივობები „ემოციებზე“ წარმატებით განხორციელდა: მოსწავლეებმა კარგად განივითარეს ნატიფი მოტორიკა და ზღაპრების პერსონაჟების ემოციებზე დაკვირვებამ მათი ცოდნა „ემოციებზე“ სრულყო, აგრეთვე გააუმჯობესა სსსმ   მოსწავლეთა ემოციური განწყობა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...