აბაშის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი აქტივობებით გამოეხმაურა
26-03-2025

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აბაშის N1 საჯარო სკოლა შეუერთდა.

მსოფლიო ღონისძიებაში აქტიურად ჩერთნენ სკოლის თვითმმართველობა და ბიოლოგიის მასწავლებელი ელისო გაბელაია. გაიმართა ინფორმაციული პრეზენტაცია. მათ ასევე Kahoot-ის პლატფორმის გამოყენებით ქვიზი გააკეთეს და მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, რათა გაეზარდათ ცნობიერება და გაევრცელებინათ სიყვარული, თანადგომა და ინკლუზია.

ასევე, სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ყველასთვის, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და იმსახურებს სითბოს, პატივისცემასა და თანასწორ შესაძლებლობებს.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აბაშის შშმ ბავშვთა დღის ცენტრშიც აღნიშნეს სკოლის მოსწავლეებმა. მათ შშმ ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელებს სოლიდარობის ნიშნად საჩუქრები მიუტანეს და სხვადასხვა სახის აქტივობები შესთავაზეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...