შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ქრისტინე ონიანის ინიციატივით, მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესი აქტივობით აღნიშნეს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ შემოქმედებით აქტივობაში, ისაუბრეს დაუნის სინდრომის შესახებ და დაამზადეს პლაკატი.
ყოველი წლის 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღინიშნავს. ამ დღის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა.
იხილეთ ფოტოები: