პოეზიის დიდი ზეიმი თბილისის N175 საჯარო სკოლაში 
25-03-2025

21 მარტს, როცა მსოფლიო პოეზიის დღეს ზეიმობდა, თბილისის N175 საჯარო სკოლაშიც აჟღერდა ლექსთა მელოდია.

პოეზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 1-ელი3-მე-53 კლასებში პოეზიის საღამო ჩატარდა. 

პატარებმა წარმოადგინეს ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები. მე-5 კლასელებმა კი სხვადასხვა პოეტის ნაწარმოებები.

პოეზიის საღამო გაფორმებული იყო მუსიკალურად.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება ემსახურებოდა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ბავშვების თვითგამოხატვის უნარის გაძლიერებას.

მე-5 კლასელებმა, პირველკლასელებს მაღალმხატვრულად წაკითხული ლექსებით გაუღვიძეს ინტერესი ლიტერატურისა და პოეზიის მიმართ. შეიგრძნეს ლექსად თქმული სიტყვის ძალა და სილამაზე. 

პირველკლასელებისთვის ეს იყო პირველი ნაბიჯი ლიტერატურასთან უფრო ღრმა კავშირის დასამყარებლად.

ღონისძიება ჩატარდა ბიბლიოთეკაში და მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...