სამიქაოს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურა
26-03-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა. 

21 მარტს, მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლების მიმართულებით. 

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის რაობის შესახებ და სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები და რეალობა გამიჯნეს. 

მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები, ნახატები და მოამზადეს მცირე პრეზენტაციები, სადაც გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და თანადგომა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეულმა წევრმა ხელი შეუწყოს თანასწორი და მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...