ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგ ლალი მურადაშვილის საინტერესო ინტეგრებული გაკვეთილი და მოსწავლეთა შემოქმედებითი სასწავლო პროცესი
26-03-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრაფალფეროვან მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეებს მეტად საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, პედაგოგ ლალი მურადაშვილის ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - სამყაროს შემოქმედებითად გააზრება. 

გაკვეთილი ორი საგნის ქართული ენა/ლიტერატურის და ხელოვნების ინტეგრირებით ჩატარდა და მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

პედაგოგმა მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩართო და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა. სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. თემა სიღმისეულად შეისწავლეს და ცოდნა გაიმდიდრეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო -  შემოქმედებითი პროცესის ღირებულება, აზროვნების, მეხსიერების, მეტყველების, კოორდინაციის განვითარება, ემოციების, გრძნობების, განცდების გამოხატვის უნარი, ფანტაზიის, მხედველობითი მეხსიერების განვითარება.

„ლალი მურადაშვილის ინტეგრირებულ გაკვეთილებზე ბავშვების მრავალფეროვნებას საზღვარი არ აქვს....სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მასწავლებელს ხალისიანი გაკვეთილებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...