გორელოვკის N3 სკოლის პირველკლასელთა საინტერესო კომპლექსური დავალება და გარემოსდაცვით თემებზე შექმნილი პოსტერები
01-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა და სასიხარულოა, რომ მათ შესრულებას ისინი დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან.

ახლახან, პირველკლასელებმა იმუშავეს მეტად საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, რომლის თემა გახლდათ „ჩიტის ბუდე“.

მოსწავლეებმა პოსტერი შექმნეს და ბუნების, ფრინველების, ცხოველების დაცვის საჭიროება გამოხატეს.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ეკოლოგიური განათლების გაღრმავება, ბუნების დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება და კრეატიული უნარების განვითარება.

დავალება იყო მეტად საინტერესო და შინაარსიანი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...