ბიწმენდის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს
26-03-2025

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი რომლის წევრებიც არაერთ ეკოაქტივობაში არიან ჩართულნი. 

ახლახან, ეკოკლუბელებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა გაიაზრეს წყლის დაზოგვის მნიშვნელობა, თუ როგორია მისი ბიოლოგიური და ეკოლოგიური როლი. გაიმართა დისკუსია წყლის დაბინძურების პრობლემებზე, მის გადაჭრის გზებსა და კლიმატის ცვლილების გავლენაზე. ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა დასუფთავების აქცია. 

აღსანიშნავია, რომ ამ დღის აღნიშვნა სკოლებში ხელს უწყობს მოსწავლეების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდას და მათში წყლის რესურსების მოფრთხილებისა და დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...