ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხრეითის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციას და არაფორმალურ განათლებას დიდი ყურადღება ექცევა.
იმისთვის რომ სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ერთფეროვანი არ გახდეს ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის გასართობი შემეცნებითი თუ ინტელექტუალური აქტივობები.
ამჯერად სკოლის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალური თამაშში „ტვინების ბრძოლა“. თამაშის შემდგომ გამოავლინეს გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საქალაქო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.
სკოლის დირექცია წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს თითოეულ გუნდს.