ნაგომარის საჯარო სკოლელები ქრომოსომებს არ ითვლიან - მოსწავლე-მასწავლებლების მრავალფეროვანი აქტივობა
26-03-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ნაგომარის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.

ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ქვეყანას უზრდიან ტოლერანტ, განათლებულ, ღირსეულ მოქალაქეებს.

ამის დასტურია მრავალფეროვანი აქტივობები და მათ შორის 21 მარტის ღონისძიება, რომლითაც ნაგომარის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქციას შეუერთდა.

მოსწავლეებმა, პედაგოგების აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ, ფურცლებზე გადაიტანეს ფერადი საღებავებით შეღებილი ხელების ანაბეჭდები და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განაცხადეს, რომ „ნაგომარის საჯარო სკოლელები ქრომოსომებს არ ითვლიან“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...