პტენის საჯარო სკოლის პედაგოგის სახალისო მიდგომამ მოსწავლეებს ახალი მასალის ათვისება გაუმარტივა
26-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

საინტერესო და სახალისო აქტივობა ჩაატარა პედაგოგმა თეა თოთაძემ მეოთხე კლასში. 

პედაგოგის ინიციატივით, მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე შეისწავლეს ხილისა და სხვადასხვა ბოსტნეულის სახელები და შესაბამისი ნახატებიც გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობით მოსწავლეებისთვის ახალი მასალის შესწავლა და ათვისება უფრო მარტივი და სახალისო გამოდგა. ისინი დიდი ენთუზიაზმით ასრულებდნენ პედაგოგის მითითებებს და იოლად იმახსოვრებდნენ ახალ სიტყვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...