ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად დაუნის სინდრომის დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობები ჩაატარა
26-03-2025
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

21 მარტს მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილზე პედაგოგმა ინფორმაცია მიაწოდა დაუნის სინდრომის შესახებ. 

„დღევანდელი გაკვეთილის პრაქტიკული ნაწილი მივუძღვენით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს. მოსწავლეებს ავუხსენით და მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას ნიშნავს დაუნის სინდრომი, რით განსხვავდებიან ამ სინდრომის მქონე ბავშვები და რა უნდა ვიცოდეთ მათთან ურთიერთობისას.  სიმბოლურად ამ დღე დავხატეთ და გავაფერადეთ წიდები, შევქმენით პლაკატი და სასიამოვნო მოგონებად დავტოვეთ ჩვენს მოსწავლეებში კიდევ ერთი სასწავლო დღე“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეს ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...