მარტვილის მუნიციპალიტეტის, გურძემის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გარემოსდაცვით პროექტებს, რომლებშიც მოზარდები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ახლახან, გურძემის საჯარო სკოლის მე-5 კლასში, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, თეა ჯგერენაიას ორგანიზებით, განხორციელდა სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა - „წყალი და სიცოცხლე“.
გურძემის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ აღნიშნულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, შექმნეს პოსტერი თუ ბროშურები წყლის დაცვის, დაზოგვითი ღონისძიებების განხორციელების გზებზე და კიდევ ერთხელ შეახსენეს თითოეულ ადამიანს - „წყალი ჩვენი საერთო საგანძურია - გავუფრთხილდეთ მას“!