ისრაელის საელჩოსა და განათლებით სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდა სამხატვრო კონკურსი, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
კონკურსში 250-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა მთელი საქართველოდან და მათ შორის გახლდათ ახმეტის მუნიციპალიტეტის მატნის N1 საჯარო სკოლის მე- 9 კლასის მოსწავლე ხატია ყაზარაშვილი, რომლის ნამუშევარმაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ხატიას კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
მატნის N1 საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლის მიღწევებით და სამომავლოდ, უამრავ წარმატებას უსურვებს მას.
„ეს ემოციური, გააზრებული და შთამბეჭდავი ნამუშევრები, ადასტურებს მეხსიერებისა და განათლების ძალას“, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საელჩო მოსწავლეთა მიერ შექმნილ ნამუშევრებს.