ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეების ემოციური ღონისძიება, რომელიც ცხოვრების უძვირფასეს ადამიანებს მიუძღვნეს
26-03-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეფრემოვკის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.

ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ქვეყანას უზრდიან განათლებულ, ღირსეულ მოქალაქეებს.

გაზაფხულის შემობრძანებას ეფრემოვკის საჯარო სკოლა განსაკუთრებულად შეხვდა, ლამაზი ღონისძიებით, რომელიც ბავშვებმა თავისი ცხოვრების უძვირფასეს ადამიანებს - დედიკოებს მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და გადაიღეს ვიდეო, რომლის საშუალებითაც, კიდევ ერთხელ უთხრეს დედიკოებს, რომ ისინი ძალიან უყვართ.

ეფრემოვკის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია და ეს დღე ლამაზი ასოებით ჩაიწერა სკოლის ისტორიაში.

 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...