სკინდორის საჯარო სკოლა „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღეს თემატური კვირეულითა და საინტერესო პრეზენტაციით შეუერთდა
26-03-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სკინდორის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები აქტიურად ერთვებიან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.

ყოველი წლის 14 მარტს მსოფლიოს მათემატიკოსთა სამყარო პი-რიცხვის დღეს აღნიშნავს, რომელსაც სკინდორის საჯარო სკოლის მათემატიკის წრე, გიორგი ბიწაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობებით შეუერთდა.

კვირეულის ფარგლებში გიორგი ბიწაძის ჩართულობით, მოსწავლეებმა უამრავი რამ შეიტყვეს მათემატიკური მუდმივას შესახებ და საბოლოოდ, სასკოლო საზოგადოებას საინტერესო თემატური პრეზენტაციაც წარუდგინეს. 

„ამგვარად მიულოცეს ბატონ/ქალბატონ პის დაბადების დღე ჩვენმა მოსწავლეებმა...

შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, რისთვისაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ხელმძღვანელსა და მათემატიკური წრის წარმომადგენელ მოსწავლეებს!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: ყოველი წლის 14 მარტს მსოფლიოს მათემატიკოსთა სამყარო „პი“-რიცხვის დღეს აღნიშნავს, თუმცა პირველად ეს 1988 წელს, სამეცნიერო მუზეუმ Exploratorium-ში, სან-ფრანცისკოში მოხდა ფიზიკოსი ლარი შოუს ინიციატივით, რომელმაც განაცხადა, რომ თარიღის ამერიკულ სისტემაში (თარიღი/თვე) 14 მარტი რიცხვ „პი“-ს პირველ ციფრებს ემთხვევა π = 3,14...

სხვათა შორის, სპეციალისტები მიიჩნევენ, ეს რიცხვი ბაბილონელმა ჯადოქრებმა აღმოაჩინეს. იგი ცნობილი ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას გამოიყენებოდა. თუმცა, „პი“-ს მნიშვნელობის არაზუსტმა განსაზღვრებამ ბაბილონის გოდოლის ნგრევა გამოიწვია. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს რიცხვი იყო ლეგენდარული მეფე სოლომონის აკლდამის მშენებლობის მათემატიკური კონსტანტა.

ეს რიცხვი ემთხვევა ცნობილი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის დაბადების თარიღს.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...