ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მათემატიკური დღესასწაული - π (პი) რიცხვის საერთაშორისო დღე.
სკოლის მათემატიკის კათედრაზე, მათემატიკის კვირეული ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ვიქტორინა-კონკურსი რომელშიც მონაწილეობდა სკოლის VI კლასელებისგან დაკომპლექტებული ოთხი გუნდი.
ჟიურის წევრებმა მოსწავლეებს მრავალი საინტერესო აქტივობა შესთავაზეს, მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული გუნდები.
მათამატიკის კათედრა მადლობას უხდის დირექციას თანადგომისათვის და ასევე ვიქტორინაში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს აქტიურობისთვის.
იხილეთ ფოტოები: