გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლა დაუნის სინდორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
21 მარტს სკოლაში დაუნი სინდრომის დღე აღინიშნა. მოსწავლეები სლოგანის - „,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გარშემო გაერთიანდნენ და არაერთ საგანმანათლებლო აქტივობაში ჩაერთნენ.
მათ შორის მოსწავლეები შეუერთდნენ „ჭრელი წინდების კამპანიას“, დაამზადეს ფერადი „წინდები“, საინფორმაციო პოსტერები, პოსტერები, მოიმინეს მინი -ლექცია დაუნის სინდრომის რაობის შესახებ. ფერადი ხელებით გაალამაზეს საიფორმაციო პოსტერი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება და შეხსენება, რომ თითოეულ ადამიანს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აქვს თანაბარი უფლებები.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო პედაგოგი თეონა ჩხაიძე.
იხილეთ ვიდეო