ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში - მე-3 კლასის მოსწავლის ანა ჭელიძის წარმატებით ხარობენ.
მოსწავლემ „მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო მარათონზე“ ოქროს მედალი მოიპოვა.
„მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო მარათონი 2025“ თბილისში, დიღმის ტანვარჯიშის არენაზე გაიმართა, სადაც მე-3 კლასელმა ბრწყინვალედ იასპარეზა.
აღსანიშნავია, რომ ანა, ონის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის კომლპექსის ტანვარჯიშის წრის აღსაზრდელია.
სკოლა ულოცავს ანას და მის მწვრთნელს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს.
იხილეთ ვიდეო: