ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, მე-10 კლასში ჩატარდა საინტერესო, შინაარსიანი და შემოქმედებითი პროექტ/გაკვეთილი მუსიკაში.
აქტივობას გაუძღვა მუსიკის პედაგოგი აზნივ ვარდანიანი.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს ქართველი კომპოზიტორის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის - ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.
ასევე, განიხილეს ოპერის „აბესალომ და ეთერის“ დეტალები, რაც ცალსახად იყო საინტერესო და ინფორმაციული.
„მოსწავლეებმა აიმაღლეს ცოდნა ქართული მუსიკის მიმართულებით, განუვითარდათ პრეზენტაციისა და შემოქმედებითი უნარები, რაც ვფიქრობ აუცილებელია, რათა ახალგაზრდა თაობა გაიზარდოს განათლებული და თანამედროვე გამოწვევების მოპასუხე“,- აღნიშნა მუსიკის მასწავლებელმა.
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი პეტროს აკოპიანი, რომელიც ასევე გამოეხმაურა აღნიშნულ პროექტ/გაკვეთილს და თავის მხრივ დაამატა საკუთარი მიდგომა და მხარდაჭერა მსგავსი აქტივობების მიმართ.
პროექტი იყო მიზნობრივი, საინტერესო, შინაარსიანი და ვიზუალურად გაფორმებული.
იხილეთ ფოტოები: