წელს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს 20 აპრილს აღნიშნავს. რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო კალენდრის მიხედვით მოსწავლეებისთვის სწავლა რამდენიმე დღით შეწყდება.
კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წლის კალენდარშია აღნიშნული, სააღდგომოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დასვენების დღე იქნება პარასკევი, 18 აპრილი და ორშაბათი- 21 აპრილი.
სასწავლო პროცესი კი სამშაბათს, 22 აპრილს განახლდება.
იხილეთ: 2024-2025 სასწავლო წლის კალენდარი