შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი და სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება
27-03-2025

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, VII კლასის მოსწავლეებმა (ბიოლოგიის პედაგოგი ინგა თურქაძე, დამრიგებელი ნაზი ბედიაშვილი) განახორციელეს პროექტი თემაზე - „სამკურნალო მცენარეები“. 

მოსწავლეები ესტუმრნენ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს. პრეზენტაციასთან ერთად დააკვირდნენ პარკში წარმოდგენილ ექსპონატებს. შემდეგ ეწვივნენ „ტაბაკინის ძაღლსაშენს“.

ადგილობრივი მონასტრის წინამძღვარი იაკობ ჭოხონელიძე მოსწავლეებს ესაუბრა და მათ გააცნო „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კავკასიური ნაგაზი.

მოსწავლეები ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ და სკოლაში ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...