ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა
27-03-2025

ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის პედაგოგები მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, გარემოზე მზრუნველ ახალგაზრდებს ზრდიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრის და ეკოკლუბის მასწავლებლების ხელმძღვანელობით,ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით: მოსწავლეებმა ნახეს საინტერესო პრეზენტაცია ტყის მნიშვნელობაზე, დაამზადეს ტყის მოდელები, ჩაერთვნენ ჯგუფურ აქტივობაში, წარმატებით შეავსეს წინასწარ მომზადებული კითხვარი. ერთჯერად ჭიქებში დააკალმეს ბზის ტოტები, დაფესვიანების შემდეგ გადარგავენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.️

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.სწორედ ამ მიზნით, ეკოკლუბელებმა აღნიშნეს ეს დღე და დაუკავშირეს მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - დარეჯან ვაშაგაშვილი და ია მეტრეველი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...