დაუნის სინდორმის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საგანმანათლებლო აქტივობები ​გუმბათის საჯარო სკოლაში 
27-03-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა დაუნის სინდორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

21 მარტს სკოლაში დაუნი სინდრომის დღე აღინიშნა. მე-3 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ცირა კახაძის ხელმძღვანელობით, სლოგანის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გარშემო გაერთიანდნენ და არაერთ საგანმანათლებლო აქტივობაში ჩაერთნენ. 

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის რაობის შესახებ და სინდრომის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს

მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები, ნახატები და მოამზადეს მცირე პრეზენტაციები, სადაც გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი და ამ დღის სიმბოლო ჭრელი წინდები და ფერადი ხელები, პოსტერებზე ხალისით დაიტანეს.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეულმა წევრმა ხელი შეუწყოს თანასწორი და მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...