ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
27-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები. 

მოსწავლეებმა გაზაფხულის მოსვლა და დედისა და ქალთა დღეები იზეიმეს და დედებს და მასწავლებლებს დღესასწაულები დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს. 

მოსწავლეები დამწრე საზოგადოების წინაშე მრაველფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და სკოლაში ზღაპრული განწყობა დაატრიალეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...