ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ახლახან, მე-2 კლასში, ქართულში, როგორ მეორე ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა იყო - „ჩემი თავგადასავალი“.
გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეების მეტყველებითი უნარების განვითარებას, თვითგამოხატვისა და კრეატიული აზროვნების გაძლიერებას.
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა შეასრულეს მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო ენის უკეთ ათვისებას, სიტყვების მარაგის გამდიდრებას, თხრობითი უნარების განვითარებას.
სასწავლო პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ღია გაკვეთილი ჩაატარა მასწავლებელმა გაიანე მნოიანმა, რომელმაც აქტიური და ინოვაციური მეთოდების საშუალებით მოსწავლეებს საშუალება მისცა, პრაქტიკაში გამოეყენებინათ მიღებული ცოდნა და თავდაჯერებულად ესაუბრათ ქართულად.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: