გაღმა საჯიჯაოს სკოლის პროექტმა - „ძლიერი ქარების რისკების შემცირება და თემის მედეგობის გაძლიერება“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
27-03-2025

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა უფრო უსაფრთხო და მდგარი გარემოს შექმნისკენ.

სკოლამ საგრანტო კონკურსში სახელწოდებით - „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“  გაიმარჯვა და 600 დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა!

სკოლის პროექტი, „ძლიერი ქარების რისკების შემცირება და თემის მედეგობის გაძლიერება“, მიზნად ისახავს სკოლისა და თემის უსაფრთხოების გაუმჯობესებას – მეტი გამწვანებით, ცნობიერების ამაღლებითა და პრევენციული ღონისძიებებით!

25-26 მარტს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართულ სათემო ფორუმზე, ოფიციალურად გამოცხადდა კონკურსის გამარჯვებულები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მიღებული გრანტი სრულიად მოხმარდება პროექტის განხორციელებას, რაც კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია უფრო უსაფრთხო და მდგარი მომავლისკენ.

„განსაკუთრებული მადლობა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP), საქართველოს მთავრობას, კლიმატის მწვანე ფონდს (GCF), შვედეთის (SIDA) და შვეიცარიის (SDC) მთავრობებს მხარდაჭერისთვის! პატარა ნაბიჯებით – დიდი მომავლისკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...