„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლი შენც“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება და საგანმანათლებლო აქტივობები
28-03-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

21 მარტს სკოლაში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნა. 

ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ კამპანიას მე-3 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ე. ბუღაშვილი) აქტიურად შეუერთდნენ. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უნიკალურობა და მათთან ერთად მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნა. 

ბავშვებმა გაიგეს, რომ ყველაზე მთავარი განსხვავებულობის მიმღებლობაა. 

დისკუსიის შემდეგ, მოსწავლეებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...