ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მერვე კლასში მოსწავლეებმა „არალის ტბის“ ეკოლოგიური პრობლემებზე ისაუბრეს და მისი გადაჭრის გზები განიხილეს
27-03-2025

ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მე-8¹ კლასში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე „არალის ტბა“.

გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა განიხილეს „არალის ტბის“ ეკოლოგიური პრობლემები, როგორიცაა წყლის დონის კლება, ეკოსისტემის გაუარესება. ისაუბრეს იმაზე თუ რა  გავლენას ახდენს ეკოლოგიური ცვლილებები რეგიონზე და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მისი გადაჭრისთვის.

პედაგოგმა ლიანა ქურიძემ მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვა ტიპის აქტივობების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარება გარემოს აღდგენასა და გამოსწორებაში.  

პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი გაძლიერება ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების შერჩევაში.

 

იხილეთ ფოტოები:

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...