ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინფორმაციო და მხარდამჭერი პლაკატები შექმნეს დაუნის სინდრომთან დაკავშირებით
27-03-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესონი აქტივობები ჩატარდა. 

მასწავლებლებმა მოსწავლეებს აუხსნეს დაუნის სინდრომის მნიშვნელობა, გააცნეს სინდრომის მახასიათებლები და ესაუბრნენ ამ დღის არსზე.

მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, რომელთა მთავარი წარწერა იყო „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. ამ გზით, ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და გაუსვეს ხაზი იმ იდეას, რომ მეგობრობა და თანადგომა არ უნდა იქნას განპირობებული არც ქრომოსომების რაოდენობით და არც სხვა ფიზიკური ან გენეტიკური თავისებურებებით. აქტივობამ კი თავის მხრივ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...