კოჭბანის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები ადგილობრივ თემში დაარიგეს
27-03-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის I-VI კლასის მოსწავლეებმა ადგილობრივ თემში დაუნის სინდრომის მიმართ ცნობიერების გასაზრდელად საინტერესო აქტივობები ჩაატარეს. 

პედაგოგების ჩართულობით მოსწავლეებმა სოფლების მაცხოვრებლებს გააცნეს დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია, დაამზადეს და გაავრცელეს ბროშურები და საინფორმაციო ბუკლეტები.

მათ მიზანი იყო, საზოგადოებაში მეტად გავრცელებულიყო ინფორმაცია ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ. მათ მიერ შეგროვებული მასალით შეიქმნა კედლის გაზეთი, რომელიც მოიცავდა ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას დაუნის სინდრომზე, მისი მახასიათებლების შესახებ.

ამ აქტივობამ მოზარდებს საშუალება მისცა, უფრო ღრმად გაეცნობოდნენ თემას და თანაგრძნობა გამოეჩინათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ, ასევე, სოფლის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...