ბარალეთის N1 საჯარო სკოლამ ინკლუზიური მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შთამბეჭდავი აქტივობა მიუძღვნა
27-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.

ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ქვეყანას უზრდიან ტოლერანტ, განათლებულ, ღირსეულ მოქალაქეებს.

სწორედ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება მრავალფეროვანი აქტივობები და მათ შორის 21 მარტის ღონისძიება, რომლითაც ბარალეთის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქციას შეუერთდა.

უფროსკლასელებმა ისაუბრეს თანასწორობის პრინციპებზე, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლლობაზე, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე და იმაზეც, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ.

ღონისძიების დასარულს გაიმართა დიალოგი მოსწავლე-მასწავლებლებს შორის, ისაუბრეს გამოწვევებსა და გამოსავლის გზებზე, ბოლოს კი კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განაცხადეს:

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...