ქუთაისის N35 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ქვეყანას უზრდიან ტოლერანტ, განათლებულ, ღირსეულ მოქალაქეებს.
სწორედ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება სკოლის მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის ახლახან ჩატარებული ღონისძიება, რომელიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, თამატოლების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეებმა ისაუბრეს თანასწორობის პრინციპებზე, საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, ინკლუზიური განათლების მაქსიმალურ ხელშეწყობაზე და კიდევ ერთხელ მკაფიოდბ განაცხადეს, რომ: „ქუთაისის N35 სკოლელები ქრომოსომებს არ ითვლიან“.
იხილეთ ფოტოები: