დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდან შთააგონებენ.
შესაბამისად, მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აქტიურად შეუერთდნენ. პირველკლასელები, პედაგოგ მაია მთვარაძის ხელმძღვანელობით, სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გარშემო გაერთიანდნენ.
მათ დიდი ინტერესითა და მონდომებით წაიკითხეს სულხან-საბა ორბელიანის იგავები, რაც მათ არა მხოლოდ კითხვის უნარების განვითარებაში დაეხმარა, არამედ მათთვის სასარგებლო ცხოვრებისეული გაკვეთილებიც გააცოცხლა.
აქტივობა განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა პატარა მკითხველებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ასეთი აქტივობები არა მხოლოდ კითხვის კულტურას უყრის საფუძველს, არამედ ბავშვებს ახალ ცოდნასაც სძენს და მათ თვალსაწიერის გაფართოებაში ეხმარება.
იხილეთ ფოტოები: