მცხეთის მუნიციპალიტეტის, ბიწმენდის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც ბავშვები დიდი სიხარულით ერთვებიან.
ახლახან, ბიწმენდის საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.
პირველკლასელებმა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და საყვარელ ადამიანებს - დედებს მიულოცეს ეს განსაკუთრებული დღე - მასწავლებელის, ნონა რაზმაძის ხელმძღვანელობით, დედიკოებს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები და კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ისინი ძალიან უყვართ.
ბიწმენდის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია და ეს დღე ლამაზი ასოებით ჩაიწერა სკოლის ისტორიაში.
იხილეთ ფოტოები: