ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, მე-8 კლასში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი რუსულ ენაში.
მოსწაველეები კონკურსში ხალსით ჩაერთნენ და წარმოაჩინეს ლამაზად და გამართულად წერის უნარები.
ბავშვებმა დიდი მონდომებით შეასრულეს კალიგრაფიული ნამუშევრები, შეარჩიეს ესთეტიკურად გამორჩეული სტილი და დაამტკიცეს რომ კალიგრაფია არა მხოლოდ ლამაზი წერის, არამედ სიბეჯითისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის განვითარების მნიშვნელოვანი საშუალებაა
კონკურსს პედაგოგი ტატიანს კარევა ხელმძღვანელობდა, რომელსაც სკოლაში საინტერესო ღონისძიების გამართვისთვის მოსწავლეებს მოტივაციისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: