„ყველანი, განსხვავებულები ვართ!“ - წესის საჯარო სკოლაში ჩატარებული კლასსაათი ინკლუზიური მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა
27-03-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, წესის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ქვეყანას უზრდიან ტოლერანტ, განათლებულ, ღირსეულ მოქალაქეებს.

სწორედ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება სკოლის მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის ყველაზე უმცროსი მოსწავლეებისთვის ჩატარებული კლასის საათი თემაზე - „ჩვენ, ყველანი, განსხვავებულები ვართ!", რომელიც დაუნის სინდრომის შესახებ მათ სრულ ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად.

კლასის დამრიგებელმა, ნათელა ნატმელაძემ, პირველკლასელებს გაუზიარა დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციული მასალები, უჩვენა ანიმაციები და მათთან ერთად დააფიქსირა საკუთარი გამორჩეული თვისებები და ბავშვებმა შეიტყვეს, რომ ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ, თუმცა - თანასწორნი.

მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ, ფურცლებზე გადაიტანეს ფერადი საღებავებით შეღებილი ხელების ანაბეჭდები და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განაცხადეს, რომ „წესის საჯარო სკოლელები ქრომოსომებს არ ითვლიან“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...