ხულგუმოს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურა 
27-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

პედაგოგ ანა პეტროსიანის ინიციატივით, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის რაობის შესახებ, გაერთიანდნენ სლოგანების - „ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ“ და „ფერადი სამყარო“ და პედაგოგთან ერთად დაუნის სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს. 

მოსწავლეებმა ამ დღის სიმბოლო ჭრელი წინდებიც მოირგეს და შექმნეს თემატური პოსტერები, ნახატები, მოამზადეს მცირე პრეზენტაციები, სადაც გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.

ღონისძიებამ ხაზი გაუსვა მეგობრული და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების მნიშვენლობას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...