საკოორდინაციო სიბრტყეზე განთავსებული ჭრელი წინდები და ძალისის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა საინტერესო აქტივობა
27-03-2025

მცხეთის მუნიციპალიტეტის, ძალისის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქციას მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა, რომელშიც სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლე გახლდათ ჩართული; განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ სკოლის თითოეულმა წარმომადგენლებმა იცის, რას ნიშნავს დაუნის სინდრომი, იცის, რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანებისთვის მზე ერთით მეტი სხივით ანათებს და რაც მთავარია, ზედმიწევნით აქვს გააზრებული თანასწორობის პრინციპი.

ორიგინალური აქტივობით შეუერთდნენ ჭრელი წინდების აქციას ძალისის საჯარო მეხუთეკლასელები.

როგორც სკოლაში გვიამბობენ,  ბავშვებმა შეიტყვეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები მზის შვილების შესახებ და ასევე, საინტერესოდ დააკავშირეს მათემატიკასთან თარიღი. 

ასევე თავად გამოიცნეს, თუ რატომ აღინიშნება 21 მარტს ეს დღე (21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, ტრისომიულ მოვლენას), ხოლო სიმბოლო  - ფერადი წინდები (წინდა ქრომოსომას ჰგავს, ჭრელმა წინდებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ადამიანამდე მიიტანა ინფორმაცია დაუნის სინდრომის, 21-ე ქრომოსომული წყვილის ტრისომიის შესახებ);

„მოსწავლეებმა სიმეტრიულად განათავსეს ჭრელი წინდები საკოორდინატო სიბრტყეზე, თითოეული წინდის კოორდინატი კი ჩაიწერეს. გაკვეთილი გამოვიდა შემეცნებითი და საინტერესო“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...