მთისძირის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობით შეუერთდა
27-03-2025

ვანის მუნიციპალიტეტის, მთისძირის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქციას მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა, რომელშიც სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლე გახლდათ ჩართული; განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ სკოლის თითოეულმა წარმომადგენლებმა იცის, რას ნიშნავს დაუნის სინდრომი, იცის, რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანებისთვის მზე ერთით მეტი სხივით ანათებს და რაც მთავარია, ზედმიწევნით აქვს გააზრებული თანასწორობის პრინციპი.

ახლახან, მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს მინი ლექცია დაუნის სინდრომის შესახებ; შეიტყვეს, რომ  „ეს არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში, 46-ის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის“.

აღნიშნული აქტივობა სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა საჯაროდ, გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...