თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს ინტერესებზე მორგებული, მხარდამჭერი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო შესთავაზონ. თითოეული ბავშვის უნარები, საჭიროებები და შესაძლებლობები განსხვავებულია, ამიტომ ინდივიდუალური მიდგომა და მრავალმხრივი განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა სკოლისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნის გასაძლიერებლად, სკოლის კოლექტივს 2024 წლის სექტემბრიდან შეურთდა ენის, კომუნიკაციისა და მეტყველების თერაპევტი-ლოგოპედი - მარი კუჭუაშვილი.
მისი ჩართულობით, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, უფრო ეფექტურად განივითარონ მეტყველებითი უნარები, კომუნიკაციის კულტურა და თვითგამოხატვის უნარი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მას აქვს ბავშვებთან მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება. იგი თავის საქმიანობას ახორციელებს, როგორც მცირე ასაკის ბავშვებთან, ისე მოზრდილებთან და ზრდასრულებთან.
მარის აქვს ბავშვთა განვითარების ცენტრში მუშაობის გამოცდილება. ამჟამად არის 144-ე ბაგა-ბაღის ლოგოპედი.
„იგი მოტივირებულია, უყვარს საკუთარი საქმე, არის მუდმივად განვითარების პროცესში“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: