ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი სიყვარულითა და მონდომებით სწავლობენ ფრანგულ ენას.
სკოლის ფრანგული ენის პედაგოგი მანანა ნაროუშვილი, აკადემიური პალმის ორდენის კავალერის ტიტულის მფლობელია. მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი მოსწავლეთა წარმატებებზე აისახება. IX კლასის მოსწავლე ანა ალავიძე, თავისი ასაკის მიუხედავად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალური ტურის სამგზის მონაწილეა.
პედაგოგის ხელმძღვანელობით, სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით გამართულ ტესტირებაში სახელოწდებით - „მე მიყვარს ფრანგული ენა!“.
VI კლასისი მოსწავლე თეკლა ბურიკიძის ნამუშევარმა კი გაიმარჯვა ფრანკოფონულ კონკურსში - „გადავარჩინოთ ოკეანეები“ (ორგანიზატორები: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია).
იხილეთ ფოტოები: