ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
მოსწავლეებს პედაგოგები მრავალმხრივი განვითარების მიზნით საინტერესო სასწავლო მეთოდებს, სტრატეგიებსა და რესურსებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეთათვის ქართული მხატვრული ფილმის „კაცია- ადამიანის“ ჩვენება-განხილვა მოეწყო.
მოსწავლეებმა ფილმს დიდი ინტერესითა და ყურადღებით უყურეს. მის შესახებ თავიანთი მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს და საინტერესო დისკუსია მოაწყვეს.
აქტივობაში ბავშვები ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია,რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის და მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: