ეფრემოვკის საჯარო სკოლაში, დემოკრატიული კულტურის გაძლიერების მიზნით, საინტერესო პროექტი ხორციელდება 
28-03-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. სასწავლო პროცესში მათი აზრი და იდეები გათვალისწინებული და მხარდაჭერილია. 

ამჟამად, სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მერი ნერსესიანი, სკოლის უფროსკლასელებთან ერთად ახორციელებს პროექტს - „შენიშვნების ყუთი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია დემოკრატიის გაძლიერება და აზრის თავისუფლად გამოხატვის წახალისება. 

ყუთი განთავსებულია სკოლის თვალსაჩინო ადგილას, სადაც ყველას შეუძლია დატოვოს თავისი იდეები და მოსაზრებები.

წლის ბოლოს სკოლის დირექტორი გახსნის ყუთს, განიხილავს ამ იდეებს და გაუზიარებს მათ მოსაზრებებს. დისკუსიის შედეგად გამოვლინდება ყველაზე აქტუალური იდეა.

პროექტი საინტერესო და შთამბეჭდავია, მოსწავლეები კი მასში ხალისით არიან ჩართულნი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...