ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგებს უმასპინძლა.
შეხვედრა ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. შეხვედრის ინიციატორი ბიოლოგიის მასწავლებელი ინგა კიკნაზელიზე იყო და მასში სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელი ირმა ბაბულაშვილი) მონაწილეობდნენ.
ეპიდემიოლოგმა - თეა ფირჩხაძემ და ენტომოლოგმა, მადონა გველესიანმა მოსწავლეებს განუმარტეს ტუპერკულოზის გამომწვევი მიზეზები და მოსალოდნელი სავალალო შედეგები.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე.
ახალი საკითხები დააკავშირეს უკვე ნასწავლ მასალასთან, რამაც ხელი შეუწყო საკითხის ღრმა გაგება-გააზრებას და სამომავლოდ დამახსოვრებას.
იხილეთ ფოტოები: