ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
26 მარტს, სკოლაში, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის - მიშა ნათენაძის ინიციატივით, ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში.
შეჯიბრმა ჩაიარა კონკურენტუნარიან და ხალისიან გარემოში. მონაწილეებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა, ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარები.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ იმიტირებული ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით.
გამარჯვებულს გადაეცა „ოქროს თასი“.
„იმედია, ეს დაეხმარება მათ და სტიმულს მისცემს მომავალში უფრო დიდ წარმატებას მიაღწიონ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ ერაერთ მამაოტივირებელ ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: